Monday, December 22, 2008

ე ვარ სალომე ყაველაშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაწყებული მაძიებლობის საპილოტე პროგრამის მონაწილე. ვარ მასწავლებლოს მაძიებელი თბილისის 52 _ე საჯარო სკოლაში მესამე კლასში სპეციელობით დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
ჩემი მენტორისა და მისი კოლეგების დახმარებით გავიგე საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის GEARN-ის არსებობის შესახებ. ამ ქსელში არის სხვადასხვა პროექტი, რომელიც ჩემი კოლეგების მიერაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაძიებელი ვარ, დიდი სურვილი გამიჩნდა ერთერთ პროექტში ჩართვის და მისი მოსწავლეებთან განხორციელებისა. შევარჩიე პროექტი '' ჩემი სახელი მსოფლიოში'' და მის ფასილიტატორს გავუგზავნე მენტორის დახმარებით თხოვნა პროექტში მონაწილეობის შესახებ. დასტურის მიღებისთანავე დავიწყე ფიქრი გასავლელ ეტაპებზე.
მესამე კლასის ხელმძღვანელის, ჩემი მენტორის დახმარებით შევძელით შეგვექმნა ერთი ჯგუფი. ბავშვები სურვილის მიხედვით ჩაეწერნენ პროექტზე მომუშავე ჯგუფში. მეც ჩამოვწერე მოსწავლეთა სახელები რომლებთანაც ვითანამშრომლებდი და ჩვენი სურვილები დაემთხვა.
ჯგუფს შეხვედრაზე გავაცანი ეს პროექტი, ავუხსენი ამ პროექტის შინაარსი და სარგებლობა. მოვისმინე იდეები, შემდეგ კი შევთანხმდით ნაბიჯებზე, რომლებსაც გავივლიდით ამ პროექტის განხორციელებისას.
გავარკვიეთ რას გავაკეთებდით საკუთარი სახელის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ჩამოვწერეთ საკითხები რომელიც გაგვიადვილებდა მუშაობას.
საკუთარი სახელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათი წარმომავლობა.
ავტოპორტრეტის დახატვა.
მათთვის ფოტოების გადაღება.
საქართველოს მასშტაბით მოსახელეთა რაოდენობის დადგენა.
ამ პროექტზე მუშაობამ დიდი ხალისი გამოიწვია, რადგან იყო ხშირი შეხვედრები და კონსულტაციები.
გთავაზობთ ჩვენს მოკრძალებულ ნამუშევრებს.






5 comments:

  1. მოგესალმებით სალომე,
    თქვენი მოსწავლეების ნამუშევერების (ბლოგის) ბმული განთავსებულია საიტზე http://nameprojectgeo.blogspot.com/

    დიდი მადლობა საინტერესო ნაშრომისთვის,

    სიამოვნებით გავეცანი,
    პატივისცემით,
    პავლე თვალიაშვილი
    პროექტის ფასილიტატორი

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ გოგოებო! კარგი ნამუშევარია.
    გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.
    თინიკო თაბაგარი
    52-ე სკოლის ისტ მენეჯერი

    ReplyDelete
  3. მადლობთ გამოხმაურებისათვის.
    პატივისცემით,
    სალომე ყაველაშვილი.

    ReplyDelete
  4. დიდი მადლობა სალომესა და მე–3 კლასის მოსწავლეებს ამ პროექტში ჩართვისათვის.
    ეს სალომეს პირველი ნაბიჯია, რადგან ის მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროგრამის მონაწილეა. ვფიქობ, საინტერესოდ დაიწყო მისი საქმიანობა მოსწავლეებთან და იმედი მაქვს წარმატებული მასწავლებელი გახდება!
    ბატონ პავლეს კი დიდი მადლობა ამ პროექტისათვის, რადგან სალომეს მიეცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობები მოესინჯა და ვფიქრობ კარგადაც გამოუვიდა.
    პატივისცემით,
    ელენე(მენტორი)
    52–ე საჯარო სკოლა

    ReplyDelete
  5. მოგესალმებით ელენე და სალომე. ძალიან მომეწონა თქვენი ნამუშევარი. ელენე, ჩვენ ერთად მოგვიწია წიგნიერების კონფერენციაზე ყოფნამ . სასიამოვნო იყო თქვენს გვერდით მუშაობა.
    გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete