Monday, December 22, 2008

ე ვარ სალომე ყაველაშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაწყებული მაძიებლობის საპილოტე პროგრამის მონაწილე. ვარ მასწავლებლოს მაძიებელი თბილისის 52 _ე საჯარო სკოლაში მესამე კლასში სპეციელობით დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
ჩემი მენტორისა და მისი კოლეგების დახმარებით გავიგე საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის GEARN-ის არსებობის შესახებ. ამ ქსელში არის სხვადასხვა პროექტი, რომელიც ჩემი კოლეგების მიერაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაძიებელი ვარ, დიდი სურვილი გამიჩნდა ერთერთ პროექტში ჩართვის და მისი მოსწავლეებთან განხორციელებისა. შევარჩიე პროექტი '' ჩემი სახელი მსოფლიოში'' და მის ფასილიტატორს გავუგზავნე მენტორის დახმარებით თხოვნა პროექტში მონაწილეობის შესახებ. დასტურის მიღებისთანავე დავიწყე ფიქრი გასავლელ ეტაპებზე.
მესამე კლასის ხელმძღვანელის, ჩემი მენტორის დახმარებით შევძელით შეგვექმნა ერთი ჯგუფი. ბავშვები სურვილის მიხედვით ჩაეწერნენ პროექტზე მომუშავე ჯგუფში. მეც ჩამოვწერე მოსწავლეთა სახელები რომლებთანაც ვითანამშრომლებდი და ჩვენი სურვილები დაემთხვა.
ჯგუფს შეხვედრაზე გავაცანი ეს პროექტი, ავუხსენი ამ პროექტის შინაარსი და სარგებლობა. მოვისმინე იდეები, შემდეგ კი შევთანხმდით ნაბიჯებზე, რომლებსაც გავივლიდით ამ პროექტის განხორციელებისას.
გავარკვიეთ რას გავაკეთებდით საკუთარი სახელის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ჩამოვწერეთ საკითხები რომელიც გაგვიადვილებდა მუშაობას.
საკუთარი სახელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათი წარმომავლობა.
ავტოპორტრეტის დახატვა.
მათთვის ფოტოების გადაღება.
საქართველოს მასშტაბით მოსახელეთა რაოდენობის დადგენა.
ამ პროექტზე მუშაობამ დიდი ხალისი გამოიწვია, რადგან იყო ხშირი შეხვედრები და კონსულტაციები.
გთავაზობთ ჩვენს მოკრძალებულ ნამუშევრებს.